შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.
„ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფები არიან მობილიზებული და ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონოსძიებებს ატარებენ. სპეციალური ოპერაციის დეტალების შესახებ და ასევე დაჭრილების და გარდაცვლილების შესახებ, დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ”, – წერს შსს.