საგარეჯოში ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„6 ივლისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორი სულხან ჭკადუა ქ. საგარეჯოში, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.შ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, „რუსთავი 2 -ის“ ჟურნალისტ ნათია წითელაურს და „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ია გულიაშვილს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

6 ივლისს ფიზიკური დაპირისპირება იყო საგარეჯოში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის წევრები მოსახლეობასთან მართავდნენ შეხვედრას, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით.