„პუბლიკას“ უწყებაში უთხრეს, რომ საგარეჯოში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ანთოკის შესასვლელთან მოკლულსა და დაკავებულს შორის ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, შემდეგ კი ბრალდებულმა კაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. ტერიტორია, სადაც შემთხვევა მოხდა, დაუსახლებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.