საგარეო: ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, საბანაძეს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ

პუბლიკა

ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩის, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის გადადგომას საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით გამოეხმაურა.

„მადლობას ვუხდით ქ-ნ ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის. აღნიშნულ მისიაში მისი მოღვაწეობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.

აღსანიშნავია, რომ ქ-ნი ნატა საბანაძე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად საქმიანობდა რვა წლის განმავლობაში.

უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ.წ. 16 მარტს გაიმართა.

მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხევდრა ერვოკავშირთან, რომელიც 2019 წლის შემდგომ პანდემიის ფონზე პირველად გაიმართა და ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა თავისი შედეგებით.

წარმატებას ვუსურვებთ ქ-ნ ნატას მის მომავალ საქმიანობაში!“, – ვკითხულობთ მასში.