საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სომხეთი EU-ში გაწევრიანების პერსპექტივას განიხილავს

პუბლიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თურქეთში ვიზიტის დროს ადგილობრივ ტელეარხთან ევროკავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთი გაწევრიანების პერსპექტივას განიხილავს.

„დღესდღეობით სომხეთში აქტიურად განიხილება ახალი შესაძლებლობები, ეს მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანებასაც”, – აღნიშნა მან.

სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დაახლოების შესახებ კითხვაზე, მან აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას როგორც ევროკავშირთან, ასევე ევროპულ ქვეყნებთან.