საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას ქვეყანაში დაბრუნებაში

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმაროს. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

„საბერძნეთში საქართველოს საკონსულო სამსახური კავშირზეა გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედასთან, რომელიც ამ დროისთვის საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას დაეხმაროს აღნიშნულ ქალბატონს ქვეყანაში გამომგზავრების პროცესში, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია რთულ პროცედურასთან გამომდინარე იქიდან, რომ მას დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის, ისევე როგორც თავის დროზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები. უწყება აქტიურად არის ჩართული აღნიშნული ქალბატონის დაბრუნების პროცესში, ასევე საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მისი საქართველოში ჩამოსვლისას PCR ტესტირებას“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.