„ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე და „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მხარდამჭერებთან და აქტივისტებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინიტროსთან მივიდნენ და პროტესტის ნიშნად საბჭოთა სიმბოლო, ნამგალი და უროს სტენსილი დახატეს.
მათ საპროტესტო წარწერების გაკეთება სურდათ პარლამენტის უკანა შესასვლელთან აღმართულ კონსტრუქციაზეც, მაგრამ სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.
პოლიტიკოსები და აქტივისტები აბაშიძე – კარასინის შეხვედრის შემდეგ იმ განცხადებას აპროტესტებენ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ გაავრცელა. სადაც აღნიშნულია, რომ ორივე მხარე იზიარებს აზრის, რომლის მიხედვითაც 20 ივნისს ნაციონალისტური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული ანტირუსული პროვოკაცია იყო.
აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა.