საგურამოში ძლიერი ნალექის შედეგად გზა დაიტბორა

პუბლიკა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ საგურამოში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად საავტომობილო გზები დაიტბორა. გარკვეულ მონაკვეთებზე ნიაღვარმა ქვა-ღორღის ჩამოშლა გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

ფოტო: ჩელი ქალაქი მკლავს