ხვალ, 25 აგვისტოს, გლოვის დღეს, შატილის ტრაგედიასთან დაკავშირებით თანაგრძნობის გამოსახატავად და საგზაო უსაფრთხოების პრიორიტეტად გამოცხადების მოთხოვნით საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ორგანიზაციების ინიციატივით კანცელარიასთან 13:00სთ ზე მოქალქეები იკრიბებიან.
“საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნის პრიორიტეტი„ – ეს შეკრების მტავარი სლოგანი იქნება.
25 აგვისტო გლოვის დღედ შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატატსროფის გამო გამოცხადდა.
შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რა დროსაც ტურისტებით სავსე მიკროავტობული მანქანას დაეჯახა და 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, დაიღუპა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.