საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ ორი ლიდერი - პენტაგონი

პუბლიკა

პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე გენერალ-მაიორმა უილიამ ტეილორმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში აშშ-ის მიერ საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ ორი ლიდერი და დაჭრილია ერთი პირი. მისი თქმით, სამოქალაქო პირი არ დაღუპულა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-მა საჰაერო თავდასხმა აღმოსავლეთ ავღანეთში მას შემდეგ განახორციელა, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო იყო.

ქაბულში, აეროპორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება,  ხუთშაბათს, დაახლოებით, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ერთ-ერთ გასასვლელთან მოხდა. მოქალაქეები რიგში იდგნენ და ქვეყნის დატოვების მიზნით გასაფრენად ემზადებოდნენ.

დაღუპულები ძირითადად ავღანეთის მოქალაქეების არიან. ამასთან, მათ შორის არიან აშშ-ის 13 მოქალაქე, ბრიტანეთის 2 მოქალაქე და ერთი ბრიტანეთის მოქალაქის შვილი.