„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას ეკისრებოდათ სათანადო ზომების მიღების ვალდებულება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დასაცავად, რომელმაც სიცოცხლე თვითკვლელობით დაასრულა.
„ქალს გარდაცვალებამდე სათანადო ორგანოებისთვის 16-ჯერ ჰქონდა დახმარებისთვის მიმართული და სახელმწიფოს უნდა სცოდნოდა, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე“, – აცხადებს საია
სახელმწიფო ორგანოებს გარდაცვლილის დედის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ.
„მოსამართლემ აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის საქართველოში განსაკუთრებით გავრცელებული და მწვავე პრობლემა, რაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აკისრებს ყოველი შემთხვევა სრულყოფილად და კომპლექსურად შეაფასოს“, – აღნიშნულია საიას განცხადებაში.
ამ საქმეს საია USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.