საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პატივი სცეს ადამიანის უფლებას – მშვიდობიანი შეკრება განახორციელოს ტროტუარზე კარვის განთავსების გზით. ასევე, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, შეისწავლონ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-111 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ,,დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/დასაგნებით გადაკეტვა.“
ეს ნორმა კრძალავს კარვის, სხვაგვარი კონსტრუქციის ან საგნის ტრანსპორტის სავალნაწილზე განთავსებას, რაც გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას ან/და შენობის შესასვლელის ბლოკირებას. კანონი არ კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას კარვისტროტუარზე ანუ ფეხით მოსიარულეთა ადგილზე განთავსებას, ტროტუარზე კარავის დადგმის მეშვეობითპროტესტის გამოხატვა, არათუ კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს, არამედ როგორც ,,პარტიზანიმებაღეების“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაადგინა, წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შემადგენელ ნაწილს“,- ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეები გეგმავდნენ კარვის დადგმას, არა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, არამედ ტროტუარზე, სადაც ეს ქმედება არ იკრძალება. კარვის დადგმა განპირობებული იყო ცივ ამინდში მშვიდობიანი შეკრების გაგრძელების მიზნით. ამგვარად, ორგანიზაციის შეფასებით, არ არსებობს პოლიციის მიერ კარვის განთავსების აკრძალვით შეკრების ჩატარების შეზღუდვის აუცილებლობა.