საინტერესოა, შეეძლო თუ არა სახელმწიფოს გიორგი გადარჩენა - ყოფილი ევრომოსამართლე წოწორია

პუბლიკა

სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია, ტელეკომპანია „მთავართან” ინტერვიუში გიორგი შაქარაშვილის საქმეს აფასებს.

„ევროსასამართლოს სტანდარტებიდან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ხომ არ ჰქონდა სახელმწიფოს შესაძლებლობა, გადაერჩინა ეს ადამიანი და თუ ჰქონდა, რამდენად სრულყოფილად განახორციელა სახელმწიფომ თავისი ამოცანა”. – ამბობს წოწორია.

მისი თქმით, ამ ნაწილში  კითხვის ნიშნები ჩნდება 112-ის ზართან მიმართებაში. “და იმ შესაძლო ჩართულობის შესახებ, რაც შეიძლებოდა ხელისუფლებას ჰქონოდა”.

ყოფილი ევრომოსამართლე ფიქრობს, რომ ამ საკითხის კარგად გამოკვლევა მიგვიყვანს პასუხთან, რამდენად შეეძლო და რამდენად განახორციელა სახელმწიფომ თავისი პოზიტიური ვალდებულება – დაეცვა გიორგის სიცოცხლე.

სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე საუბრობს ასევე გამოძიების ხარვეზებზე, – პირველადი მტკიცებულებების მოპოვებისა და მყისიერი საგამოძიებო მოქმედებების ნაკლებობაზე ის ამბობს რომ მისთვის ყველაზე თვალსაჩინო ვიდეომტკიცებულებების ნაკლებობაა, “ვინაიდან დანაშაული ბევრ ადგილზე ვითარდებოდა, ხოლო მტკიცებულებბი ან არ არის ამოღებული, ანდაც ფრაგმენტულადაა”.

რაც შეეხება შემთხვების ადგილის გადაწვას. ამ საკითხზე წოწორია ამბობს, რომ ეს დეტალი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. მისი თქმით, ეს ორი მთავარი ნიუანსი სტრასბურგის სასამართლოს წითელ შუქს აუნთებდა, რომ აქ რაღაც ძალიან პრობლემური ხდება.