„საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო“ – ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ მის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

უმცროს შვილს მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდტესტზე. მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამჟამად ბევრად უკეთესადაა. ოჯახის სხვა წევრები კარგად ვართ. სამწუხაროდ,  ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო, კამპანიას მხოლოდ ონლაინრეჟიმში გავაგრძელებ“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დადასტურდა.