საბავშვო ბაღები სრულად საქმიანობას 1 მარტიდან აღადგენენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მუშაობას განაახლებენ როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღები. მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამშრომლების 20 პროცენტი 2 კვირაში ერთხელ გაივლის სავალდებულო ტესტირებას.
„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბაღებთან დაკავშირებით. ეს ეხება როგორც კერძო, ასევე საჯარო ბაღებს. ბაღები საქმიანობას სრულად აღადგენენ 1 მარტს. აქ განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20% გაივლის სავალდებულო ტესტირებას ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ეს უკვე გვაქვს სკოლებში. სკოლის მასწავლლებლებისთვის“, – განაცხადა მან.