ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს თემურ მანველიშვილი, გორის მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ოქტომბერში მაქარაშვილი აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას აპროტესტებდა, რომელმაც რუსეთთან ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა. სწორედ ამ აქციის დროს ჩამოამხო თავზე მანველიშვილმა ნაგვის ურნა მაქარაშვილს.
სასამართლო სხდომები თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.