საჯარო მოხელეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ- პრემიერი

პუბლიკა

დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, ონაილ სათამაშო ბიზნესისთვის  გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადაების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება სხვა სახის შეზღუდვებიც:

►„25 წლამდე ჩვენს მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა;

► ასევე, სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან;

► საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით.

► ასევე პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით”, – განაცხადა მან.

პრემიერის თქმით, ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, 1 მილიონამდე სრულწლოვანი მოქალაქეა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობით ხელშეკრულების გაფორმება. „ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება”.