საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურსა და სპორტის სამინისტრო კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს.
სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საჯარო სკოლის დირექტორის მსურველთათვის ამჯერად ტესტირების თარიღი, ადგილი, დრო და გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრა:
ელექტრონული ფორმით ტესტირება 6 და 7 მარტს 4 სესიად ჩატარდება ( დღეში 2 -2 სესია). პირველი სესია 09:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე დაიწყება და მისი ხანგრძლივობა 4 საათი იქნება. რაც შეეხება მხედველობის პრობლემების მქონე დირექტორობის მსურველებს, მათ დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცემათ.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ტესტირებამდე ერთი საათით ადრე აუცილებელია, აპლიკანტებმა რეგისტრაცია გაიარონ. დაგვიანების, პირადობის მოწმობის ან საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდის უქონლობის შემთხვევაში, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დირექტორობის მსურველებმა, მათი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით აუცილებელია, განცხადებით მიმართონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რათა შესაბამისი ზომები იყოს მიღებული.
თბილისში ტესტირება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში, ხოლო აჭარის რეგიონში კოლეჯ „ახალ ტალღში“ ჩატარდება.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დირექტორობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ინფორმაცია მიიღონ ცხელ ხაზზე – 2 200 220 (შიდა 6).