საკარანტინო დღეების რაოდენობას ვამცირებთ - პრემიერი

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ განცხადება საკარანტინო ვადის შემცირებაზე გააკეთა.  მისი თქმით, 14 დღის ნაცვლად კარანტინში გასატარებელი დღეების რაოდენობა 8 დღემდე შემცირდება. 8 დღის შემდეგ, მე-9 დღეს პირი საკარანტინო სივრცეს pcr -ზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დატოვებს. გახარიას თქმით, pcr-ის გაკეთების ვალდებულება მე-12 დღესაც ექნებათ.

„საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად იქნება 8 დღე.  8 დღის შემდეგ იქნება pcr ტერსტი, უარყოფითის შემთხვევაში პირი დატოვებს საკარანტინო სივრცეს და კიდევ ერთი ვალდებულება ექნება –  მე-12 დღეს ისევ pcr -ის ტესტი უნდა გაიკეთოს.  ვამცირებთ საკარანტინო დღეების რაოდენობას”, – განაცხადა პრემიერმა.