აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიკორუფციული კოორდინატორი, რიჩარდ ნეფიუ საქართველოში ჩამოდის.
ის ეწვევა სომხეთსაც. სამხრეთ კავკასიაში ნეფიუს ვიზიტი 15 იანვარს დაიწყება და 18 იანვარს დასრულდება.
სახ.დეპ-ის ცნობით, რიჩარდ ნეფიუ ორივე ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის გამოწვევებსა და გაწეულ ძალისხმებაზე ილაპარაკებს და შემდგომი თანამშრომლობის სფეროებზე შეჯერდება.
საქართველოში ის შეხვდება ხელისუფლების, ანტიკორუფციული ორგანოების წარმომადგენლებს, საგამოძოებო სტრუქტურებს და სამოქალაქო საზოგადოებას.