სახ.დეპი: მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუბიომ და ლავროვმა განიხილეს მათი შეხვედრა საუდის არაბეთში.

„მდივანმა რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში წერია, რომ რუბიომ ლავროვს აცნობა აშშ-ის სამხედრო ოპერაციების შესახებ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ.

14 მარტს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი მოსკოვში ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

როგორც პესკოვმა თქვა, ისინი შეთანხმდნენ, რომ პუტინი ისაუბრებს ტრამპთან, თუმცა დრო ჯერ არ არის დადასტურებული.

13 ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „ეთანხმება” აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ, „არის ნიუანსები”. დონალდ ტრამპმა პუტინის ამ განცხადებაზე თქვა, რომ ის „იმედისმომცემია, მაგრამ არასრული“ და იმედოვნებს, რომ „რუსეთი სწორად მოიქცევა“.