16 სექტემბერს სტამბულში ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან, ევანგელურ ალიანსთან და კონსტანტინოპოლის ქართულ სამრევლოსთან თანამშრომლობით, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ქრისტიანულ ეკლესიათა შორის დიალოგის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში ტოლერანტობის განსამტკიცებლად განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
ვიზიტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების პროგრამის – „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.