სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალური ქსელის პირად გვერდზე კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება:
„მინდა მწუხარება გამოვხატო კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის ფაქტის გამო! პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს“, – წერს ის.
ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს. ინფორორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.
გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
„პუბლიკისთვის“ შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.