„უნდა შესულიყო და უნდა შევიდეს“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი არშეშვების შესახებ გიორგი გაბუნიას შეკითხვას გადაცემაში „ინტერვიუ ხელისუფლებასთან“.
„ჩემს პოზიციაც დავაფიქსირებ ცალსახად, რომ იქ, რა თქმა უნდა, უნდა შესულიყო სახალხო დამცველი, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა – უნდა შესულიყო და უნდა შევიდეს. რაც შეეხება იმას, სახალხო დამცველის იქ არშეშვება იძლევა თუ არა სპეცოპერაციის ჩატარებას ან პანსიონის დახურვის საფუძველს, არ იძლევა სამართლებრივად. აქ იყო სხვა ვითარება“, – განაცხადა კობახიძემ.