სახალხო დამცველი: ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში

პუბლიკა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტში, ონლაინმედიების აკრედიტებული ჟურნალისტების არ შეშვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება პარლამენტში იყოს“.

„მიმაჩნია, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.


რუსული კანონის განხილვისას ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ.

პარლამენტის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს”.