სახალხო დამცველის აპარატი დაკავებულების ადგილსამყოფელს ადგენს

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ადგენს დაკავებულების, მათ შორის, ირაკლი კუპრაძის ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობას 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს.

16 აპრილის აქციაზე შსს-მ 11 ადამიანი დააკავა.

ასევე, უწყებამ დაადასტურა, რომ „ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთად გამოიყენა სპეციალური საშუალება – ე.წ. წიწაკის სპრეი”.

15 აპრილის აქციაზე დააკავეს 14 ადამიანი. ადვოკატებისთვის მეორე დღესაც უცნობი იყო, რომელ იზოლატორში იყვნენ მოთავსებილები.