სახალხო დამცველის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა.

„პუბლიკას” სახალხო დამცველის აპარატში უთხრეს, რომ ჯულაყიძემ პოსტი ერთი თვის წინ, პირადი სურვილით დატოვა. რა მიზეზით, უცნობია.

სახალხო დამცველს ორი მოადგილე რჩება.

ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობაზე 2023 წლის აპრილში დაინიშნა.