„ჩვენ შეშფოთებულები ვართ მთავრობის ნებისმიერი ქმედებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში განაცხადა, „დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით ან მათი ციხეში ჩასმით და ვერც მოიგებ შენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით ისეთ საკითხებში, როგორიცაა, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი“,- განუცხადეს „ფორმულას“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მათ მიერ დასმული შეკითხვის პასუხად.
პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალი წაუყენა.
პროკურატურის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო – მიმართვებში მხარდამჭერებს ძალადობრივი მოქმედებებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ მოუწოდებდა.
პროკურატურა ვაშაძეს და ჯაფარიძეს ედავება, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“
ასევე ედავებიან, რომ ჯაფარიძე და ვაშაძე უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს აწვდიდნენ. 2004 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ქუჩაში „პროცესის რადიკალიზაციისთვის საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის შესახებ“
ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ„ ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს რევოლუციაზე“
ნიკა მელიას პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ„ ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს რევოლუციაზე“
ელენე ხოშტარიას პროკურატურა ედავება, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“
ასევე ედავებიან, რომ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს აწვდიდნენ.
2004 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ქუჩაში „პროცესის რადიკალიზაციისთვის საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის შესახებ“
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, „ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციაზე“.
გუშინ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდათ.