სახდეპი: შეშფოთებული ვართ, ასე არ იქცევა EU-ის ასპირანტი ქვეყანა

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ოფისიდან ტელეკომპანია „ფორმულას” საქართველოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დაშლის შესახებ კითხვას უპასუხეს.

განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ ესკალაციური რიტორიკით და ტონით. ამასთან, სახ.დეპის განცხადებით, EU-ს ასპირანტი ქვეყანა ასე არ იქცევა.

“ასე არ იქცევა ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ საქართველო თავისი ევროატლანტიკური ტრაექტორიას შორდება”.

დღეს, 1 მაისს რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. შსს-მ განაცხადა, რომ პოლიცია სრულად გაიყვანა ადგილიდან. რამდენიმე ათეული ადამიანი 9 აპრილის ქუჩის მხრიდან პარლამენტის ჭიშკარს ეჯაჯგურებოდა.

სპეცრაზმმა, რომელიც პარლამენტის ეზოში იყო, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სავარაუდოდ, რეზინის ტყვია გამოიყენა. შემდეგ კი გაზი რამდენჯერმე გაუშვეს რუსთაველის გამზირის მხარესაც.

ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ჭიშკარზე ევროკავშირის დროშა ჩამოკიდა. მას წიწაკის სპრეი შეასხეს. მალევე ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.