„სახელმწიფო ბიუჯეტის“ ნაცვლად დავამკვიდროთ ტერმინი „ხალხის ფული“ - პეტიცია

პუბლიკა

„სამოქალაქო მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტს ინიციატივით მიმართავს.

„სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის მთავრობის ან კონკრეტული პარტიის საკუთრება.

სინამდვილეში სახელმწიფო ბიუჯეტი ჩვენი, თითოეული მოქალაქის ჯიბეებიდან გადახდილი გადასახადებია, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს ანუ მთავრობას მივანდეთ, რომ ისევ  ჩვენ ანუ ხალხს მოგვახმარონ.

ამიტომ მნიშვნელოვანია, „სახელმწიფო ბიუჯეტის“  ნაცვლად დავამკვიდროთ ტერმინი „ხალხის ფული“, რაც საშუალებას მოგვცემს, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ხელიდან გამოვაცალოთ, ჩვენი ფულით განხორციელებული საქმიანობებით მანიპულირების მექანიზმები“, – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციას ამ დროისთვის 116 ხელმომწერი ჰყავს.