სახელმწიფო დაჭრილ პოლონელ ტურისტს „ძალების აღსადგენად" „ლიკანში" დასვენებას სთავაზობს

პუბლიკა

`არ დაგიმალავთ, მართლაც ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, პოლონელი ტურისტის დაჭრა. ზოგადად, ნებისმიერი ინციდენტის მიმართ ტურისტული ინდუსტრია სესნსიტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანია რეაგირება და ძალიან მყისიერი რეაგირება მოჰყვა ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ნებისმიერ დიდ ქალაქში, ევროპულ ქალაქებშიც კი დროდადრო ხდება ასეთი სამწუხარო შემთხვევები. მთავარია, რამდენად სწრაფად რეაგირებს სახელმწიფო”. – ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ამ კომენტარს „ბიზნეს-ფორმულა” ავრცელებს.

მის თქმით “დღეს ეს ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ და “საპარტნიორო ფონდმა” ერთობლივად შევთავაზეთ რეაბილიტაციის კურსი “ლიკანის” სასტუმროში, სადაც შეძლებს რომ აღიდგინოს ძალები”.

თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე ტურისტი 5 ივლისს დაჭრეს. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ თვითმხილველმა განუცხადა, ტურისტს თავს დაესხნენ, სავარაუდოდ, საყურის ტარების გამო.

პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიებსი სახით პატიმრობა შეუფარდა.