სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილზე: ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ მას შეკითხვა 13 იანვარს გამართულ ბრიფინგზე დაუსვეს. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, აშშ დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის იდეას, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უკრაინაში გადაიყვანონ.

„ახალს ვერაფერს გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით, არ მაქვს განახლებული ინფორმაცია.  ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული და ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას, განსაკუთრებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას”,- თქვა ვედანტ პატელმა.