ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
„ქალბატონი ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობას 2017 წლიდან 2022 წლამდე იკავებდა. მისი ხელმძღვანელობით სახალხო დამცველის აპარატი ფართოდ განიხილებოდა ყველაზე დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტად საქართველოში. მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ნინო და მისი გუნდი მხარს უჭერდნენ ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ყველასთვის, ზოგჯერ ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშაც; მათ შეძლეს და შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა.
სახალხო დამცველის აპარატი მუშაობდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, პატიმრების, ლგბტქი+ პირებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად, პოლიტიკური კუთვნილების გარეშე; ცდილობდა აეშენებინა დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იქნებოდა ევროპის და მისი მოქალაქეების ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისი“. ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.