ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ოფიციალურად დაადასტურა ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის სიკვდილი. ოფიციალური ინფორმაციითვე, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და კიდევ რამდენიმე ადამიანი.
BBC წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირანის პრეზიდენტი თავის მოვალეობას ავადმყოფობის, სიკვდილისა და იმპიჩმენტის გამო ვეღარ ასრულებს, კონსტიტუციის თანახმად, მოვალეობები ვიცე-პრეზიდენტმა უნდა შეითავსოს – ამ შემთხვევაში, მოჰამენ მოხბერმა.
ხოლო ახალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩაინიშნოს მომავალი 50 დღის განმავლობაში. ეს ყველაფერი კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ირანის სულიერი ლიდერი თანხმობას გასცემს.
ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ქვეყნის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ირანისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა, როდესაც მათი ვერტმფრენი ჩამოვარდა.
ებრაჰიმ რაისმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირან-აზერბაიჯანის საზღვართან „ხუდაფერინისა“ და „გიზ გალას“ კაშხალი გახსნეს.