სახელმწიფო ზრუნავს, რომ გვქონდეს - ცერცვაძე კორონავირუსის პოტენციურ მედიკამენტზე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში იმ მედიკამენტებზე ისაუბრა, რომელსაც კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ.

„მიხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად არ არის რეკომენდირებული მედიკამენტი, რომელსაც დადასტურებული პირდაპირი ეფექტი აქვს კორონავირუსის მიმართ, იმ ქვეყნებში, სადაც ფართომასშტაბიანი ეპიდემიებია, ცდიან 5-6 მედიკამენტს. ექსპერტული ცოდნის დონეზე, ცალკეული ავტორები, ცალკეული კვლევის დონეზე შექმნილია გარკვეული წარმოდგენა, რომ ამ 5-6 მედიკამენტში ზოგიერთი მეტად ეფექტურია, ზოგიერთი – ნაკლებად, მაგრამ საკმარისი მტკიცემულებაა, რომ რომელიმე აღიარო, როგორც გამოსადეგი ამ ინფექციის სამკურნალოდ, ჯერ საკმარისი მტკიცემულება მიღებული არ არის, ამიტომ ოფიციალურ რეკომენდაცია არცერთს არ აქვს.

მაგრამ რამდენადაც სხვა ქვეყნები იყენებენ აქტიურად ამ მედიკამენტებს, ჩვენც მივეცით ჩვენს თავს უფლება, რომ მათ მიერ რეკომენდებული იმ 5-6 დან, რომელსაც თვლიან საუკეთესოდ გამოვიყენოთ და ჩვენ ვიყნებთ“,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს ვინმემ ვირუსზე ეჭვის ან პრევენციული ზომის სახით.

გარდა ამისა, რეკომენდებულ მედიკამენტთა მედიკამენტთა შორის მან დაასახელა „რემდესივირი”, „გილეადის” პრეპარატი, რომელიც მისი განმარტებით, სპეციალურად „ებოლას” სამკურნალოდ არის შექმნილი, თუმცა ამ დაავადებაზე არ იმუშავა და ახლა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტური იქნება.

„ჩვენ ეს მედიკამენტი („რემდესივირი”) არ გვაქვს, დანარჩენები გვაქვს, სახელმწიფო ზრუნავს, რომ ჩვენც გვქონდეს… ჩვენ თავს მივეცით უფლება, რომ ისეთი სერიოზული ქვეყნების გამოცდილება გაგვეზიარებინა, როგორიც არის ჩინეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი და ეს მედიკამენტები შევიტანეთ ჩვენს ნაციონალურ პროტოკოლებში“,- განაცხადა ცერცვაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ქვეყანაში 33 კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73  ადამიანი გადის.