პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი და ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ბორჯომის“ კომპანიის აქციები.
მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი“ დროებით წარმოებას აჩერებს, რისი მიზეზიც რუსეთისთვის დაწესებული სანცქიები გახდა.
„საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში. მიზეზი – კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული „ალფა ჯგუფის“ აქციონერობაა. „ალფა ჯგუფს“ კომპანია „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ „იმედის“ დღევანდელმა მმართველმა მიჰყიდა 2013 წელს.
გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან: სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე”, – წერს მამუკა ხაზარაძე.
მისი თქმით, მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა.