სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე კომპრომისი არ იქნება - გახარია

პუბლიკა

სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, კომპრომისი არ იქნება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, მიხეილ სარჯველაძის შეკითხვის პასუხად.

გახარიას თქმით, სახელმწიფოს დამოკიდებულება შშმ პირების დახმარების ჭრილში სახელმწიფოს და მთავრობის სახესაც აჩვენებს.

„სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, კომპრომისი არ იქნება. რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეულ ფინანსურ ხარჯზე საუბარი, იმ კანონშიც, რომელზეც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ ეს პროცესი არ გაგრძელდება. პირიქით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოციალური პოლიტიკის შემდგომ დახვეწაზე, გაუმჯობესებასა და გაძლიერებაზე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ცენტრალური როლი არის სახელმწიფოს დამოკიდებულება შშმ პირების დახმარების ჭრილში და ეს სახელმწიფოს და მთავრობის სახესაც აჩვენებს,“ – განაცხადა პრემიერმა.