სახელმწიფოს შეუძლია 1 200-დან 1600-მდე ინფიცირებული მოქალაქის სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება – ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სახელმწიფოს შეუძლია, 1 200-დან 1600-მდე მოქალაქე სრულყოფილი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს. როგორც მან თქვა,  ამ რაოდენობის გადაჭარბების შემდეგ პაციენტების მომსახურება ასეთი სრულყოფილი ვეღარ იქნება.

,,არ გვქონია შემთხვევა, რომ მოქალაქე, რომელსაც კოვიდის რაიმე ნიშანი აღმოაჩნდა, ადეკატური მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გარეშე დარჩენილიყო. ეს დონე რომ უზრუნველვყოთ, ამისთვის დაახლოებით ოთხჯერადი მარაგი მაინც გვაქვს. დღეს თუ 400 პაციენტია, ამ დონით, რომელიც დღეს გვაქვს, სახელმწიფო 1 200-დან 1 600-მდე პაციენტს უზრუნველყოფს. შემდგომში ეს მომსახურება ვეღარ იქნება ასეთი სრულყოფილი. შემდეგში შეიძლება გამოვიყენოთ მომსახურების ის ტიპი, რომელიც არის ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში, როდესაც მომსახურება შემოიფარგლება ნაწილობრივი დახმარებით და ძირითადად, პაციენტების სახლში დარჩენით„, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 97 გამოჯანმრთელებულია, 4 – გარდაცვლილი.