,,სახელმწიფოსგან ვითხოვთ ყურადღებას” - ონკოპაციენტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

პუბლიკა

ონკოპაციენტებმა საქართველოს პარლამენტთან აქცია გამართეს.

,,ვითხოვთ სახელმწიფოსგან ყურადღებას” – ონკოპაციენტებმა პარლამენტის წინ ბანერები მიიტანეს, სადაც მათი მოთხოვნების შესახებ ეწერა.

ონკოპაციენტების მთავარი მოთხოვნაა, სახელმწიფომ შეუფერხებლად დააფინანსოს მათი მკურნალობა და მოხსნას 25 000-ლარიანი ლიმიტი, ასევე, დროულად შემოიტანონ საჭირო მედიკამენტები და გაიზარდოს იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მათი თქმი,
,,ზოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი საქართველოში ჯერ რეგისტრირებულიც კი არ არის”.

ონკოპაციენტები ამბობენ, რომ სიმსივნის დიაგნოზის მქონე ადამიანები საქართველოში მუდმივად ეძებენ გადარჩენის გზებს, ხშირად ვერ შოულობენ წამლებს, მედიკამეტებს, უგვიანდებათ დაფინანსება.

მათ მოთხოვნებს შორისაა, პრემიერთან პირდაპირი კომუნიკაცია. ირაკლი კობახიძის სახელზე მათ წერილი მთავრობის ადმინისტრაციაშიც შეიტანეს. 26 თებერვალს, კანცელარიის წინ აქციის შემდეგ.