სახლთან დამხვდნენ, წიხლები მირტყეს - ნოდარ ჩაჩანიძე

პუბლიკა

პარტია „ახალის” წევრს  ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ.

მისი თქმით, თავდამსხმელები სადარბაზოსთან ელოდებოდნენ.

„როგორც მეზობელმა მითხრა, ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი მანქანაში იჯდა. ორი ადამიანი წამოვიდა ერთი მხრიდან, ერთი – მეორე მხრიდან. როგორც ჰქონდათ მოლაპარაკებული ისე მოქმედებდნენ. მე და ჩელე ერთად წამოვედით, მასაც დახვდნენ სახლთან და მეც. მგონია, რომ ხელების დაფარებამ გადამარჩინა. მირტყეს წიხლები, წავიქეცი და რამდენიმე წამში წავიდნენ. მანქანა სწრაფად მოუყენეს“, – აცხადებს ნოდარ ჩაჩანიძე „ფორმულასთან“.

იქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავს დაესხნენ „გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს ბორის (ჩელე) ყურუას, მასაც საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ. ყურუას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები.