"საკითხი ეხებოდა ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს" - ნიკა გვარამია

პუბლიკა

“საკითხი ეხებოდა ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და რაზეც ხვალაც გაგრძელდება”. – უთხრა ჟურნალისტებს მთავარი არხის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, მას შემდეგ, რაც სუს-ის შენობა დატოვა.

“მე მეტის გამხელა უბრალოდ არ შემიძლია, ამ ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლი მეტი ვილაპარაკო. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იმდენად შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი, რამდენადაც დაშინების მცდელობა, ან პროვოკაცია რაღაც სახის. ეს გამოჩნდება, თუმცა, გასაგებია, რომ გამოძიების პასუხისმგებლობაა და მათ შორის ჩემ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ამ შენობაში მყოფ ადამიანებზეა” – ამბობს გვარამია.

ნიკა გვარამია “სუს”-ის შენობაში, გამოკითხვაზე რამდენიმე საათის წინ დაიბარეს.