„საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს" - მაკდონალდი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ISFED-ის მიმართ დამოკიდებულებაზე

პუბლიკა

„საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ISFED-სა და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, კარა მაკდონალდმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან მადლიერი ვარ თქვენი აქ ყოფნით. იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს დიდი მეგობრები ვართ, ჩვენ ძალიან შეგვტკივა გული, მაგრამ შეუძლებელია, ჩვენ ეს თქვენზე მეტად გვინდოდეს. ჩვენ გვერდში გიდგავართ და მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ.” – კარა მაკდონალდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე”, – აღნიშნა მან ასევე.

მისი კომენტარის თარგმანს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.