საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს.
ირაკლი კობახიძის მიერ 17 აპრილს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, „მერაბ ტურავას დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე, საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად”.
მერაბ ტურავას უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 30 მარტს ამოიწურა. ის პარლამენტის მიერ იყო დანიშნული. „ქართული ოცნების“ პარლამენტს ტურავას შემცვლელის ასარჩევად ხმათა საკმარისი რაოდენობა არ აქვს.
ამიტომ, უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩია, რომელმაც მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი შეცვალა. ხვიჩა კიკილაშვილს უფლებამოსილების ვადის ამოწუვამდე კიდევ 5 წელი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა, სასამართლო დატოვა.