საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი შევიდა

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი შევიდა – ის მისმა წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ შეიტანა.

3 დღის ვადაში სასამართლო მიიღებს სარჩელის დარეგისტრირების გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც გახდება ცნობილო განხილვის თარიღი.

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართვის შესახებ გუშინ განაცხადა. სარჩელის საფუძველია არჩევნების ფარულობის და საყოველთაოობის დარღვევა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ.