საკოორდინაციო საბჭომ ნოვრუზის დღეს კომენდატის საათი არ გააუქმა

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე ბრიფინგი გაიმართა. ადმინისტრაციის ხელძღვანელის თქმით, საკოორდინაციო საბჭომ ვირუსის გავრცელების რისკების გამო ნოვრუზის დღეს კომენდატის საათის გაუქმება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

11 მარტს საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა მთავრობას  ნოვრუზის დღეს, 21 მარტს, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს.