საკუთარი ბებიის მძევლად აყვანის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკუთარი ბებიის მძევლად აყვანის ბრალდებით კახეთში 1993 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია – 1950 წელს დაბადებული ნ.კ. და მისი ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიის სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.