საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მარტოხელა მოხუცებს – „ევროპული საქართველოს" ინიციატივა

პუბლიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, „ევროპული საქართველო” გამოდის ინიციატივით, რომ 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებიც დაავადების რისკჯგუფში არიან და თვითიზოლაციის რეკომენდაცია აქვთ მიღებული, პროდუქტითა და პირველადი მოხმარების ნივთებით დაეხმარონ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, სანამ რეგულაციები და კრიზისული სიტუაცია არ დასრულდება, პარტიის წევრები და მოხალისეები მარტოხელა მოხუცებს სახლებში აუცილებელ ნივთებსა და პროდუქტს რეგულარულად მიუტანენ.

„ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული საქართველოს წევრები, მათ შორის მეც, როგორც რიგითი მოხალისე. დღეს არის იმის დრო, რომ საზოგადოებამ აჩვენოს ერთიანობა და სოციალური სოლიდარობა მათ მიმართ, ვისაც ყველაზე მეტად ემუქრება ვირუსის საფრთხე. თანხა შეკრებილია. პროდუქტი ნაყიდია. ჩვენი მოხალისეები იქნებიან აღჭურვილნი უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომით, დამცავი და სადეზინფექციო საშუალებებით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.