„ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან წაიკითხა.
ამ წერილში სააკაშვილი ამბობს, რომ განაგრძობს შიმშილობას და არც ერთი ფორმით არ მიიღებს საკვებს, თუმცა თანახმაა ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე.
„სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არც ერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა, ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა. ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად მაგრამ მაინც მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში“, – აცხადებს სააკაშვილი.
დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტი ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.
ექიმების კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ, 19 ოქტომბერს შეისწავლა და ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა.
მიხეილ სააკაშვილი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.