რამდენ ხანს ეყოფა თქვენს ოჯახს ფინანსური რესურსები საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე?
ეს კითხვა რესპოდენტებს კვლევითმა ორგანიზაცია Edison Research-მა დაუსვა.
კვლევის მიხედვით მოსახლეობის მხოლოდ 7%-ს ეყოფა რესურსი ექვს თვეზე მეტ ხანს, 8%-ს სამიდან ექვს თვემდე, 40 %-ს ერთიდან სამ თვემდე, ხოლო 45%-ს ერთ თვეზე ნაკლებ ხანს.
ამ ინფორმაციას კვლევის დამკვეთი, ტელეკომპანია „ფორმულა” ავრცელებს.
კვლევა Edison research-მა ჩაატარა. კომენდანტის საათის დანიშვნამდე და დანიშვნის შემდგომ პერიოდში მკვლევრებმა ტელეფონით 1000 რესპოდენტი გამოჰკითხეს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ეკონომიკურ საქმიანობათა უმრავლესობა შეზღუდულია. ათიათასობით ადამიანი დროებით უმუშევრადაა დარჩენილი.