საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკვირაო წირვები ჩატარდება ეკლესიაში და მრევლს მისცემენ რეკომენდაციას, რომ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია დისტანციის დაცვაზე.
მისივე თქმით, ზიარების წესში ცვლილებებზე მსჯელობა აღარ გაიმართება და ძალაში დარცება გადაწყვეტილება, რომელიც სინოდის ბოლო სხდომაზე იქნა მიღებული.